სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა „ჩვენი საქართველოს“ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი 
16-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწვლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, საგან „ჩვენი საქართველოს“ ღია გაკვეთილი მე-5 კლასში ჩატარდა. მისი თემა იმერეთის ქალაქები იყო.

გაკვეთილს პედაგოგი მაია ცნობილაძე უძღვებოდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს და ისაუბრეს იმერეთის ქალაქების - ჭიათურისა და ქუთაისის შესახებ,იმსჯელეს რა როლი აქვს ცნობილ პიროვნებებს ქალაქის ყოფა-ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აქტივობები ხშირად იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203