სორმონის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გეოგრაფიის ღია გაკვეთილი
16-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მასწავლებელ ხათუნა ფურცხვანიძის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასში გეოგრაფიის ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა მდინარე იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდმებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ მდინარის მახასიათებლები გაანალიზეს, რუკაზე დაყრნობით, კონტინენტებისა და ოკეანის აუზის მიხედვით, მსოფლიო მდინარეების ამოცნობა შეძლეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203