ნაგებერაოს საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
16-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და სპორტულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მიზნით, ნაგებერაოს საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. 

სპორტულ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობდნენ I-VI კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობდნენ.

ღონისძიება სახალისო აქტივობებით, გულშემატკივართა ემოციებითა და ხალისიანი შეძახილებით იყო სავსე.

სპორტული ღონისძიება სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა და კვლავაც გაგრძელდება.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კათედრის წევრებს - თათია წულაიას, გიორგი გოგოძეს, ლევან ცანავას და შორენა გაბელაიას ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203