კვაცხუთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი დაამზადეს
16-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა - ანანო ბერაძემ, ლინა გიორგობიანმა და ნიკოლოზ სხირტლაძემ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე საინიაციატივო ჯგუფი - „ჩვენგან სითბო სჭირდებათ“ შექმნეს.
აღნიშნულის ფარგლებში, მათ მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფარი დაამზადეს. განსაკუთრებულად გაგა წვერავამ და ნიკოლოზ სხირტლაძემ იაქტიურეს. აქტივობაში ყველა მოსწავლე მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები და ცხოველებისადმი სიყვარული გამოვლინეს.
პროექტის ხელმძღვანელი ზეინაბ კილასონია გახლავთ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქამდეც ზრუნავდნენ მიუსაფარ ცხოველებზე, დააქვთ მათთვის საკვები, ახლა კი ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ცივ ზამთარს თბილად შეხვდებიან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს