
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ხშირად მონაწილეობენ. სკოლაში მათ განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
ამჯერად, ისინი, პროექტის ფარგლებში, მუზეუმს ესტუმრნენ. სივრცე დაათვალიერეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს. მოსწავლეები აქტივობაში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღნიშნული პროექტის მთავარი იდეა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, წინარე ისტორიული პერიოდის შესწავლაა.
„მოსწავლეები შეძლებენ პრეისტორიული ხანის უკეთესად შესწავლას, ისინი გაცდებიან საკლასო ოთახს და გახდებიან მკვლევარები მუზეუმში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: