„ქართველ რომანტიკოსთა თაობა“- ძეძილეთის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
16-12-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, საინტერესო აქტივობები იმართება. 

განაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლის პროფესიონალათა გუნდი მოსწავლეების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს ქმნის. 

ამჯერად, აქტივობა - „ქართველ რომანტიკოსთა თაობა“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ - მათ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ქართველ რომანტიკოსთა შესახებ ამომწურავად ისაუბრეს. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203