ბასილეთის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ღონისძიება მიუძღვნეს 
12-12-2022
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს დიდი მონდომებით აღნიშნავენ. 

ყურადღების მიღმა არც გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131-ე წლისთავი დარჩენილა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს, მათ „პოეტების მეფის“ ლექსები წაიკითხეს და მისი ღვაწლი დააფასეს. 

აღსანიშნავია, რომ მესამეკლასელებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს, მათ ქართველი პოეტის შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგეს და ერთმენეთს გაუზაირეს. 

აქტივობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203