ბასილეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია შიშმანიძე მოსწავლეებს შედეგზე ორიენტირებულ საინტერესო აქტივობებს სთავაზობს
12-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ბასილეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი ამისთვის საწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ერთ-ერთი ასეთი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნათია შიშმანიძეა. მოსწავლეები მის საგანს მონდომებითა და ინტერესით სწავლობენ. ისინი პედაგოგის ინიციატივით, შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებში ერთვებიან. 

ნათია შიშმანიძის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასში მოსწავლეებმა მუზეუმი მოაწყვეს. პროექტი მიზანი იყო მეოთხეკლასელებისთვის მუზეუმის არსი, დანიშნულება და მნიშვნელობა უფრო გასაგები და თვალააჩინო გამხდარიყო. 

გარდა ამისა, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, ნათია შიშმანიძის ხელმძღვანელობით, ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციას, დანიშნულებასა და მნიშვნელობას გაეცნენ. ასევე, მოინახულეს ამავე საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე არსებული სზოგადოებრივი ბიბლიოთეკა. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულმა მოსწავლეებმა წიგნების გამოწერაც შეძლეს.

საყურადღებოა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, გამწვანების აქცია - „ჩვენი მწვანე მეგობრები“ მოაწყვეს. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები აქტურად ჩართულიყვნენ გარემოსდაცვით ღონისძიებებში და გაეგოთ მწვანე მეგობრების მნიშვნელობა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითოეულმა აქტივობამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, პედაგოგმა დასახულ მიზანს მიაღწია და მოსწავლეების ცოდნა კიდევ უფრო გააღრმავა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203