„მუზეუმები“ - ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
15-12-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი, რომელიც სახვითი და გამოყენებთი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ტრაპაიძემ მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა.

პროექტი სახელწოდებით „მუზეუმები“ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა განიხილეს მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები.

მეექვსეკლასელებმა ეტაპობრივად განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები, რომლებსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებდნენ. 

პროექტის ბოლოს მოხდა შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მუზეუმებისა და ექსპონატების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203