„ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში“ - ზარიძეების საჯარო სკოლამ ცნობილ პოეტებს უმასპინძლა
15-12-2022
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის ისტორიაში მორიგი შთამბეჭდავი ფურცელი ჩაიწერა.
სკოლას ეწვივნენ ცნობილი პოეტები - ტარიელ ხარხელაური, ლევან ცალუღელაშვილი, ნიკო ტიღინაშვილი, თამარ ბაგაშვილი, ირლანდიიდან და საბერძნეთიდან კი ღონისძიებას ონლაინ დაესწრნენ - ფიქრია ბაფხოშვილი და გიორგი ზვიადაური.
შეხვედრა საკმაოდ ინტერაქციული იყო, სტუმრების შემოქმედებიდან მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, პოეტებმა კი, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნეს. სტუმრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ, არაერთ საინტერესო შეკითხვას გასცეს პასუხი.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები ყოველთვის საინტერესოა მოსწავლეებისთვის, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ, პირადად გაესაუბრონ მათთვის საყვარელ ავტორებს.
„13 დეკემბერი ოქროს ასოებით შევიდა ზარიძეების საჯარო სკოლის ისტორიაში! ღონისძიება შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა. მადლობა ღონისძიების ავტორებს ნანა ცალუღელაშვილს და მარიამ ახალაურს ამ ლამაზი საღამოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს