„მუსიკა მხატვრობაში და მხატვრობა მუსიკაში“ - თბილისის N136 სკოლის მეხუთეკლასელთა პროექტის საინტერესო გაგრძელება
15-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლის V კლასში დამრიგებელმა, თეა კობახიძემ პროექტის - „მუსიკა მხატვრობაში და მხატვრობა მუსიკაში“ მე-2 ნაწილი განახორციელა.

პროექტი საინტერესოდ წარიმართა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები, მასწავლებლის მიერ წარდგენილი პრეზენტაციის საშუალებით, ათვალიერებდნენ სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილი მხატვრების ნამუშევრებს, პარალელურად სხვადასხვა ხასიათისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს ისმენდნენ.

გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს მოსმენილსა და ვიზუალურ გამოსახულებას შორის ეპოვათ საერთო ხასიათი, შინაარსი, ემოცია, განწყობა, სტილი და ასოციაციურად ერთმანეთისათვის დაეკავშირებინათ.

გაკვეთილმა მხიარულად ჩაიარა და მოსწავლეებში დაინტერესება გამოიწვია. ბავშვებმა საკლასო აქტივობასაც, შესანიშნავად გაართვეს თავი.

სასიხარულოა, რომ პროექტის საინტერესო და დასამახსოვრებელ პირველ ნაწილს, წარმატებული და ორიგინალური გაგრძელება მოჰყვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203