განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ბათუმის მერმა სერტიფიკატით დააჯილდოვა
15-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მოსწავლეს სერტიფიკატი ბათუმის მერმა საზეიმოდ გადასცა.
რომან სურმანიძე ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრს მადლობას უხდის.
„დღეს ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის 2022 წლის საქმიანობა შევაჯამეთ აქტიურად მიმდინარეობდა მთელი წლის განმავლობაში ტრენინგები, გასვლითი აქტივობები და კლუბური მუშაობა. დღეს ბათუმის მერმა გადმომცა სერტიფიკატი.
მადლობა, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს. 2023 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება“,- აღნიშნავს სკოლის აქტიური მოსწავლე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს