„მოგზაურობა კულტურის სამყაროში“ - ქვემო ბოლნისის N2 სკოლის მერვეკლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს
15-12-2022

ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს თემაზე - „მოგზაურობა კულტურის სამყაროში“. აქტივობას ინგლისური ენის პედაგოგი მაია ჭეხაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქალაქური, რელიგიური და საერთაშორისო დღესასწაულები, რომლებიც აერთიანებს მსოფლიოს თავისი წარსულით, აწმყოსა და მომავლით.

ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლა აგრძელებს შემეცნებითი აქტივობების განხორციელებას, რაც მიმართულია მოსწავლეების მობილიზაციის, ჩართულობისა და შესაძლებლობების წარმოჩენისკენ.

პოსტერის შექმნაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები, მიიღეს საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მსოფლიოს კულტურაზე და მიღებული ცოდნა გაუზიარეს თანაკლასელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203