„როგორი თვალები აქვს ომს“ - ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა, ინგლისურენოვანი ნამუშევარი წარადგინეს
15-12-2022

ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი ნამუშევარი წარადგინეს, თემაზე - „როგორი თვალები აქვს ომს“. აქტივობა, ინგლისური ენის პედაგოგ მაია ჭეხაშვილი ორგანიზებით ჩატარდა.

კლასი დაიყო ჯგუფებად, თითოეული მათაგნის ამოცანას კი, დოკუმენტური მასალებით, გმირის ისტორიის შექმნა წარმოადგენდა.

ჯგუფების სამუშაო თემატიკა - რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს, მთიანი ყარაბაღისა და მეორე მსოფლიო ომის სიუჟეტები გახლდათ. 

ჯგუფური სამუშაო მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, მოიძიეს ახალი და მნიშვნლოვანი ინფორმაციები ისტორიული წყაროებიდან და ნამუშევრები კლასის წინაშე წარადგინეს.

ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში ხშირად ხორციელდება შემეცებითი ხასიათის აქტივობები, სადაც საზოგადოებაში აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებს ექცევა ყურადღება.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203