ტყიბულის N6 სკოლის მეორეკლასელმა - ელენე კუბლაშვილმა izrune.ge-ს ანალიტიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა
15-12-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ელენე კუბლაშვილი izrune.ge-ს დიდ ოჯახის აქტიური წევრია.

მეორეკლასელი izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის. 

ამჯერად, მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო izrune.ge-ს ანალიტიკური აზროვნების ოლიმპიადაში, წარმატებით იასპარეზა და I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ელენესთვის, ამ მოკლე დროში, ეს მეორე წარმატებაა.

მოსწავლის პედაგოგი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძე გახლდავთ. 

სკოლაში ელენეს და მის პედაგოგს წარმატებას ულოცავენ. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203