დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური კლუბი „ჭიამაიები“ ჩამოყალიბდა
15-12-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მათემატიკური კლუბი „ჭიამაიები“ შეიქმნა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მიეცეთ შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლება, პედაგოგებმა მათ შესთავაზონ კომპლექსური, შინაარსიანი აქტივობები როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროს. ამ პროცესში მოსწავლე ეუფლება ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის
ინტერაქტიულ და ურთიერთდაკავშირებულ გამოყენებას და, ასევე, სააზროვნო პროცესის კომპლექსურ მართვას. სწორედ ამიტომ, ჩამოყალიბდა ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში კლუბი „ჭიამაიები“.

კლუბში გაერთიანებულნი არიან I კლასის მოსწავლეები.

კლუბის მიზანია ადრეული ასაკიდანვე ხელი შეეწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას, ლოგიკური და სააზროვნო, კვლევის, ანალიზის, ჯგუფური მუშაობისა და დისკუსიის უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას.

კლუბმა უკვე გამართა 3 შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე მოხდა კლუბის მისიის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობა კლუბის წევრების, მშობლებისა და სასკოლო საზოგადოებისათვის.

თითოეული შეხვედრა დატვირთული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ საკლუბო მუშაობაში.

კლუბს დაწყებითი კლასების მასწავლებელი დიანა მდინარაძე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203