ბათუმის N26 სკოლის პირველკლასელები ახალი წლის დღესასწაულისთვის საგანგებოდ ემზადებიან
15-12-2022
ბათუმის N26 სკოლის პირველკლასელები ახალი წლის დღესასწაულისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. მათთვის პირველი სასწავლო წელია და ხალისიანი განწყობის შექმნაზე, ხელოვნების მასწავლებელი ასმათ დავითაძე ზრუნავს.

სკოლის დირექცია აღნიშნავს, რომ მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, მრავალფეროვან დეკორაციებს ამზადებენ საკლასო ოთახის მოსართავად და სასწავლო პროცესში საზეიმო განწყობის შემოსატანად.

საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები ძალიან ახარებთ პატარებს და დიდი მონდომებით არიან ჩართულნი წინასაახალწლო სამზადისში.

მოსწავლეების კარგი განწყობა და სასიამოვნო გარემოს შექმნა, მათთვის სტიმულის მიმცემია და უფრო მეტი მონდომებით ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების წარმოჩენას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203