მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა
17-12-2022
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, არ განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს