ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ინგლისურენოვანი ზღაპრის წიგნები შექმნეს
15-12-2022

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში კომპლექსური დავალების შესრულებისას ზღაპრის წიგნები შექმნეს, შემდეგ კი მოაწყვეს პრეზენტაცია და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს.

საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს ინგლისური ენის მასწავლებელმა, ნონა ქემაშვილმა შესთავაზა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203