„ზამთრის ზღაპარი“ დაბლაციხის საჯარო სკოლაში - მეოთხეკლასელებმა საახალწლო დეკორაციები შექმნეს
15-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებთან და კლასის ხელმძღვანელ თეა კვასტიანთან ერთად, წინასაახალწლოდ კლასი მორთეს.

მოახლოვებული ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაალამაზეს საკლასო გარემო, შექმნეს საახალწლო დეკორაციები და კლასში წარმოადგინეს. მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებიან ჯადოსნური დღესასწაულისთვის და ამ დღეს მოუთმენლად ელინ.

„მოსწავლეებმა მუყაოს ქაღალდებისგან დაამზადეს პატარა, ლამაზი ქალაქი და გვამოგზაურეს „ზამთრის ზღაპარში“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203