ველევის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელმა ნიკოლოზ გოგსაძემ მინი-მუზეუმი მოაწყო
15-12-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი ნიკოლოზ გოგსაძე, „მე და საზოგადოების“ პედაგოგ თეონა მაცაბერიძის ხელმძღვანელობით, ინტერესით ერთვება სხვადასხვა აქტივობაში.
ამჯერად, მან პედაგოგის ხელმძღვანელობით სკოლაში მინი-მუზეუმი მოაწყო.
ნიკოლოზი გაეცნო მუზეუმების დანიშნულებას, მათ სახეებს, მუზეუმში ქცევის წესებს, ასევე პროფესიებს, რომელთა წარმომადგენლები მუზეუმებს ემსახურებიან.
ვირტუალურად იმოგზაურა მუზეუმებში, შემდეგ კი თავად შექმნა ფულის მინი-მუზეუმი, სადაც ექსპონატებად ძველი და თანამედროვე ქართული ფულის ერთეულები წარმოადგინა. მოსწავლე გაეცნო ფულის მოკლე ისტორიას და თავადაც დაამზადა ძველი ქართული მონეტების ნიმუშები ქაღალდისა და პლასტილინისაგან. ბოლოს კი მოირგო გიდის როლი და მინი- მუზეუმი სასკოლო საზოგადოებას წარმოუდგინა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს