„უნდა ავმაღლდეთ წიგნით!“ - დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-4 კლასში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
15-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლ დაბლაციხის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სახელწოდებით - „უნდა ავმაღლდეთ წიგნით“.

პროექტს პედაგოგი თეა კვასტიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, დაამზადეს ბუკლეტები, თანაკლასელებს გააცნეს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნთან მეგობრობას. ჩატარებული აქტივობის საშუალებით, მეოთხეკლასელებმა მოსწავლეებში წიგნიერების ამაღლებას გაუწიეს პოპულარიზაცია.

შეხვედრის ბოლოს, ბავშვებმა ხელნაკეთი ბუკლეტები საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.

მსგავსი პროექტის ორგანიზება,  სასკოლო საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლება, ბავშვების მაღალი აკადემიურ მოსწრება და მათ სწრაფვა წარმატებისკენ,  ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვან ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

ღონისძიება ინტერაქციული და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც სკოლის დირექცია, პედაგოგსა და მოსწავლეებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203