ველისციხის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელებმა შემოდგომა თეატრალიზებული წარმოდგენით გააცილეს
15-12-2022

გურჯაანის  მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში, მე-5 კლასის  მოსწავლეებთან ერთად, ხელოვნების  წამყვანმა მასწავლებელმა - მანანა ქიტუაშვილმა განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „შემოდგომა  კახეთში“.

აღნიშნული პროექტის დასკვნით აქტივობად, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს თეატრალიზებული  წარმოდგენა. მოსწავლეებმა აღნიშნული ღონისძიებით შემოდგომა გააცილეს. ღონისძიება სიმბოლურად 30 ნოემბერს ჩატარდა. სასკოლო  ღონისძიების გაფორმებაში  მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად აქტიურად  ჩაერთნენ მშობლებიც. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შინაარსობრივად, თემატურად და თანამშრომლობის კომპონენტით პროექტმა სასკოლო საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მოიცვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203