მატნის N1 სკოლის სამოქალაქო კლუბში თემაზე - „ოჯახური ძალადობა“ შეხვედრა გაიმართა
15-12-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ღონისძიებები ხშირად იმართება. 

მათ შორის სკოლის სამოქალაქო კლუბში თემაზე - „ოჯახური ძალადობა“ შეხვედრა გაიმართა. 

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ პროკურორი ნანა გუგეტიშვილი, პროკურორის მოადგილე მია გუგეშაშვილი და კოორდინატორი თამარ ნასყიდაშვილი.

მიწვეულმა სტუმრებმა წარმართეს პრეზენტაცია თემაზე - „ოჯახური ძალადობა“.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები მსჯელობდნენ, გამოთქვამდნენ მოსაზრებებს ოჯახური ძალადობის გამოვლენის, პრევენციის შესახებ.

სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი ნარგიზა პოპიაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203