ლეხაინდრაოს სკოლის მე-7 კლასში ეგვიპტურ ხელოვნებასა და ისტორიას ხელოვნებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი მიეძღვნა
14-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი, ეგვიპტურ ხელოვნებასა და ისტორიას მიუძღვენს.

სასწავლო პროცესს მასწავლებლები - მარიკა ჩხაპელია და ხელოვნების მცინარა გოგიავა ხელმძღვანელობდნენ, პროექტ-გაკვეთილი თემა კი გახლდათ - „მოგზაურობა ძველ ეგვიპტეში“.

საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს, საჭირო უნარ-ჩვევები განუვითარდათ. ბავშვებმა ეგვიპტის მუზეუმი საკლასო ოთხაში „გადმოიტანეს“. მათ ასევე, უცხოელი ტურისტებისთვის ქართულ-ინგლისური გიდის როლიც მოირგეს. ბავშვების მიერ შექმნილმა ნივთებმა და ტანსაცმელმა სიმულაციური გაკვეთილი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა.  

სკოლა ბავშვებს დაუღალავი შრომისთვის და აქტიური ჩართულობისთვის დიდ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საგაკვეთილო პროცესი ბავშვების გახალისებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203