ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფინანსური განათლების ონლაინ კურსში ჩაერთნენ
14-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში. ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან მათთვის საჭირო საკითხებს. ამჯერად,  VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები, მასწავლებლის - ზინაიდა ლორიას ხელმძღვანელობით, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების ონლაინ კურსში ჩაერთნენ. 

კურსის მიზანი მოსწავლეებისთვის საჭირო ცოდნით ინფორმირება იყო, რაც მათ დაეხმრება გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები, მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას თავდაჯერებულნი იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ კურსის ფარგლებში ჩატარდა 3 გაკვეთილი:

1. პირადი ფინანსების მართვა;
2. დაზოგვა;
3. სესხება;

პირველი ონლაინ გაკვეთილი პირადი ფინანსების მართვის შესახებ, 8 დეკემბერს ჩატარდა, რომლითაც ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, დასმულ კითხვებს პასუხობდნენ და გამოთქვამდნენ საინტერესო მოსაზრებებს. გაკვეთილის ბოლოს კი კითხვარი შეავსეს.

მსგავსი პროექტები ბავშვებს არსებული საკითხების მიმართ ინტერესს უღვივებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203