გუმბრინის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
14-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილი დაბადების დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

აქტივობა ქართული ენისა და  ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებლის ლ. მიშვიძის ორგანიზებით და მხარდაჭერით განხორციელდა.

მოსწავლეებმა საყავრელ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეზე მოიძიეს უცხო და საინტერესო ინფორმაცია და გაუზიარეს თანაკლასელებს, მწერლის შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები, სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით ნახატები შეასრულეს და კლასში წარმოადგინეს.

სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლაში ხშირად ხორციელდება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203