„რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა“ - მენჯის საჯარო სკოლის მე-11 კლასში მინი-კონფერენცია გაიმართა
14-12-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში, პედაგოგ ელისო ლემონჯავას ხელმძღვანელობით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინი-კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენცია - „რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა“ საინტერესოდ წარიმართა. 

მოსწავლეებმა - მარიამ ნაჭყებიამ, მარიამ ზარანდიამ, ხატია მაშავამ, თამუნა როდონაიამ, ლუკა მაშავამ და
თორნიკე მაშავამ ისაუბრეს ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, რუსულ რომანტიზმზე, მის გავლენაზე ხელოვნებაში. მეთერთმეტეკლასელებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს ქართველი რომანტიკოსები.

მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203