„ჩონგური საქართველოა“ - მენჯის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
14-12-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი - „ჩონგური საქართველოა“, რომელზეც სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. 

პროექტი მეშვიდეკლასელებს მოქალაქეობის მასწავლებელმა, ელისო ლემონჯავამ შესთავაზა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა ქართული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და ღირებულებებისადმი მოზარდის პასუხისმგებლობის გააზრებას.

მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს სხვადასხვა კუთხის წესებსა და ადათებზე. გაიხსენეს დავით გურამიშვილის სიტყვები, რომ საჭიროა ახალმა თაობამ ვიცოდეთ -„ ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო!“.

მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203