
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლაში დიდი მნიშვნელობა ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას, ამ მიზნით პედაგოგები მომავალ თაობას სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას თუ პროექტს სთავაზობენ.
მათ შორის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა - ნინო დოიჯაშვილმა, მუსიკის პედაგოგ ლალი გრიქუროვთან ერთად ჩაატარა ინტეგრირებული პროექტი - „შემოდგომა ჩემს სოფელში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აღნიშნულ პროექტში. საოცარი და სასიამოვნო შემოდგომის დღე გამოვიდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემოდგომის შესახებ თხზულება, ასევე ნახატები შემოდგომის თემაზე. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ბოლოს კი ჩურჩხელები ამოავლეს. საოცარი განწყობა სუფევდა სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: