მარაბდის საჯარო სკოლა ნომინაციაში -„წლის საუკეთესო სკოლა“ დაჯილდოვდა
14-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მოწინავეა. სკოლა ნომიანციაში „წლის საუკეთესო სკოლა“ დასახელდა და საპატიო სიგელიც მოიპოვა.

ნომინაცია, ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ, სასწავლო წლის შეჯამების საფუძველზე გამოვლინდა.

სკოლის დირექცია, თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესუსცენტრსა და მის ხელმძღვანელს მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდით თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხელმძღვანელ ზურა აზარიაშვილს, ჩვენი შრომის დაფასებისთვის. ასევე მადლობა, ჩვენი სკოლის პედკოლექტივს შესანიშნავი ადმინისტრაციული მუშაობისათვის, მათ მიერ შექმნილი პროფესიონალური სკოლის გუნდისათვის, მოსწავლეებზე ყოველდღიური ზრუნვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის. კიდევ უამრავი წარმატება მარაბდის საჯარო სკოლის წარმატებულ პედაგოგთა კოლექტივს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მსგავს ნომინაციებში საპატიო ადგილის დაკავება სკოლის წამრომადგენლებს, მოსწავლეებსა და მასწვალებლებს მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203