„ვებრძოლოთ ადიქციას!“ - გულგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
14-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მადლენა გიგაურის ხელმძღვანელობით, „სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში“ პროექტი - „ვებრძოლოთ ადიქციას“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი იყო მავნე ჩვევებთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან გამოკითხვა ჩაატარეს, შემდეგ კი მოაწყვეს პრეზენტაცია თემასთან დაკავშირებით.

აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში მოსწავლეები, გამოკვეთეს ის მავნე ჩვევები, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის და დასახეს ალტერნატიული გზები მათ აღმოსაფხვრელად. ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი.

პროექტის ფარგლებში მოიწვიეს ფსიქოლოგი (თ.თუშიშვილი), რომელმაც საინტერესოდ და ამომწურავად მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ადიქციური ჩვევების მავნებლობის შესახებ, განსაკუთრებით თუ რა შედეგები მოსდევს ტელეფონზე, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას, თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარებას.

„ვფიქრობთ ბავშვების ეს გადადგმული ნაბიჯები სასარგებლო და ნაყოფიერი აღმოჩნდება და დადებით ზეგავლენას მოახდენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და სასარგებლო ქცევების დანერგვაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203