„ვინ უკეთ იცნობს ზამთარს?“ - ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასში გამოცანების კონკურსი გაიმართა
14-12-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა და კლასის ხელმძღვანელმა - ელისო ჯანელიძემ, ზამთრის დადგომა საინტერესოდ აღნიშნეს.

8 დეკემბერს, გაიმართა გამოცანების საკლასო კონკურსი - „ვინ უკეთ იცნობს ზამთარს?“. კონკურსის მიზანი იყო გუნდური პრინციპით პრობლემის გადაჭრა, თანამშრომლობა, გონების გავარჯიშება და ლოგიკური აზროვნება.

კლასი სამ გუნდად დაიყო და ერთმანეთს, ქართველი საბავშვო მწერლების, ზამთრის თემაზე შექმნილი, შემოქმედების ამოცნობაში ეჯიბრებოდნენ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამარ ქოჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, კონკურსის გამარჯვებული პირველი გუნდი გახდა.

სკოლის დირექტორმა, გიორგი ქასრაშვილმა, გამარჯვება მიულოცა პირველი გუნდის წევრებს - მარიამ გიორგაძეს, საბა თორთლაძესა და მათე ქათამაძეს და წარმატება უსურვა მათ. კლასის ხელმძღვანელმა, ელისო ჯანელიძემ, საუკეთესო მოთამაშედ თამარ გვადიბაძე დაასახელა.

კონკურსის მონაწილეებს ამხნევებდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სკოლის სპეცმასწავლებელი ლელა ჯანელიძე და მუსიკის პედაგოგი ლელა სირაძე.

კლასის ხელმძღვანელი, თამარ და ბარბარე გვადიბაძეების მშობელებს, ფოსო ხაჟალიას და თამთა ბუბაშვილს, ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203