ვაზიანის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
14-12-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის ვაზიანის საჯარო სკოლას პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე: ლიცეუმისა და სამხედრო აკადემიის შესახებ, აკადემიაში სტუდენტთა მომზადებაზე, შეიარაღებაზე, სამხედრო
პრივილეგიებზე, სამხედრო წოდებებზე, ჯავშან-ტექნიკაზე და ა.შ.

სტუმრებმა წარმოადგინეს თემატური ვიდეორგოლები, სადაც მოსწავლეები საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებს გაეცნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტს - „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდების ცნობიერების
ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203