
პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. ჩატარდა საინტერესო აქტივობები, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს ცხოველები, დაახასიათეს ისინი სხვადასხვა მახასიათებლებით, შემდეგ თავისით შექმნეს წინადადებები. პროექტის მიწურულს ბავშვებმა ცხოველების თემაზე განსხვავებული და საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს და კლასის წინაშე წარადგინეს.
პროექტი კიდევ უფრო საინტერესო გახადა, სახალისო თამაშებმა. თითოეულმა მოსწავლემ აღწერა ერთი კონკრეტული ცხოველი, დანარჩენებს კი, უნდა გამოეცნოთ რომელ ცხოველზე იყოს საუბარი, პასუხს კი, ასახელებდნენ ინგლისურ ენაზე. პროექტის ბოლოს, მოსწავლეებმა შესწავლილი მასალა და მიღებული ცოდნა შეაჯამეს.
როგორც სკოლის დირექცია გვამცნობს, პროექტი სრულყოფილად და წარმატებით განხორციელდა, მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მათი დამრიგებლის მხრიდანაც, რომელიც შეხვედრას ბოლო დღეს ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები: