
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებსა და ოლიმპიადებში. ამჯერად, კი მათ წარმატება „FLEX-ის“ ტურში მოიპოვეს და ფინალშიც გადავიდნენ.
გიორგი გიორგაძე, საბა სელიმაშვილი და მათე გავაშელი „FLEX-ის“ ფინალისტები არიან. მოზრდილებისთვის, მსგავსი გამარჯვებები მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათი მომავალი წარმატებების საწინდარი იქნება.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას და ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: