
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მშობლიურ ენაზე წარიმართა.
ღონისძიებას პედაგოგი წოვინარ ბაბოიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო პროგრამით წარდგნენ, ღონისძიება კიდევ უფრო სანახაობრივი მოსწავლეების მიერ, შემოდგომის თემატიკაზე შექმნილმა დეკორაციებმა გახადა.
ყაურმის საჯარო სკოლაში ხშირად იგეგმება სხვადსხვა სახის შემეცნებითი და სახალისო აქტივობები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
იხილეთ ფოტოები: