პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო გამოფენაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
14-12-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა კონკურსა და შეჯიბრში. ამჯერად კი, მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამხატვრო გამოფენაზე გამოავლინეს შესაძლებლობები და წარმატებაც მოიპოვეს.

გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები, ხედვა და უნარები წარმოაჩინეს. გამოფენაში მონაწილეობდნენ - ანანო ლოლაძე და მათე მაზანიშვილი, რომლებიც დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ბავშვები კმაყოფილნი დარჩნენ თავიანთი შედეგებით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების თვითშეფასებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

სკოლა თავის მოსწავლეებს წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203