
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტში. ამჯერად კი მათ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც ისაუბრეს დაავადების გამომწვევი მიზეზებისა და მისი პრევენციის გზების შესახებ. სკოლის საზოგადოებამ პრეზენტაცია დადებითად შეაფასა. ადამიანების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბავშვებმა ბუკლეტებიც დაარიგეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი აქტივობები აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან სწორ ინფორმაციას ფლობდნენ, იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადებაა შიდსი და არ აღმოჩნდნენ იმ სტერეოტიპების მსხვერპლნი, რომელიც დღემდეა საზოგადოებაში შემორჩენილი.
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე (World AIDS Day) ყოველწლიურად დეკემბერში აღინიშნება და შიდსის პანდემის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: