მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძალადობა ნამუშევრებით დაგმეს
14-12-2022
ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის და მათ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობს. 

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროექტის - „ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა“ ფარგლებში ნამუშევრები შეასრულეს. მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, კედლის გაზეთები, პოსტერები, ნახატები, მოაწყვეს პრეზენტაცია და კიდევ ერთხელ აღნიშნეს ძალადობის დაგმობის აუცილებლობა და ქალის უფლებების მნიშვნელობა საზოგადოებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203