მოსწავლეების რეიტინგული სია თვის ბოლომდე გამოქვეყნდება - ტესტირების მეორე ტურზე დეტალებს NAEC ავრცელებს
14-12-2022
2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 13 დეკემბერს დასრულდა, ახლა მოსწავლეების შედეგებს ელოდებიან.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრია ცხადებს, შედეგები (რეიტინგული სია) თვის ბოლომდე გამოქვეყნდება, მეორე ტური კი იანვარში დაინიშნება. კონკრეტული თარიღი ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს