„მე თვითონ სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“ - თბილისის N31 სკოლის მოსწავლეები ლადო ასათიანის შემოქმედებას გაეცნენ
14-12-2022

თბილისის N31 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს, ლადო ასათიანის შემოქმედებას გაეცნენ და ლექსები წაიკითხეს.

„მე თვითონ სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“- ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა, ღონისძიებას მასწავლებლის - ეკა ხაბურზაიას ხელმძღვანელობით გაიმართა. მასში მე-6 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

ლადო ასათიანმა თავისი სიცოცხლით, შემოქმედებითა და ნაადრევი სიკვდილით მთელი თავისი თაობის ბედი განასახიერა, სწორედ ამიტომ ბავშვებისთვის ამ პიროვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მისი შემოქმედების ახლოდან გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობების გამოავლინეს, წაიკითხეს ლექსები. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - პოეზიისადმი სიყვარული და ინტერესი მეტად გაუღვივდათ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსწავლეების მოტივაციისთვის, შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ყოველთვის ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203