დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი არასტანდარტული გაკვეთილი ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობას მიეძღვნა
14-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-11 კლასში ჩატარდა საინტერესო, არასტანდარტული გაკვეთილი - ღონისძიება ისტორიაში.

ღონისძიება ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. მოსწავლეებმა გააკეთეს ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობის ისტორიული ანალიზი, შექმნეს ალექსანდრე მაკედონელის დღიური, ალექსანდრე დიდისა და დარიოსის დიალოგი მათი წერილისა და ისტორიული ფაქტებზე დაყრდნობით გააცოცხლეს და წაიკითხეს ალექსანდრესადმი მიძღვნილი ლექსი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანი იყო ინფორმაციის მოძიების, ანალიტიკური, კრიტიკული, სინთეზური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების გაგება, სახელმწიფო მმართველის როლის განსაზღვრა მსოფლიო ისტორიაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203