
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიკრობების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ და ამასთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაციაც გამართეს.
მოსწავლეებმა შეისწავლეს თემა - „მიკროორგანიზმები“. მათ მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებებისა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრეს. აღნიშნული თემის ხელმძღვანელი იყო - ბიოლოგიის მასწავლებელი - მარინე ფხაკაძე.
მოსწავლეებმა თემის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც თითოეულმა, მიკროორგანიზმების ორგანიზშმი შეღწევის გზებისა და ინფექციური დაავადებების თავიდან აცილების გზების შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული თემის შესწავლის შემდგომ მსგავსი პრეზენტაციების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე მოსწავლეებს კარგად ამახსოვრდებათ ახალი თემა და საგანს უფრო ხალისითა და ინტერესით სწავლობენ.
იხილეთ ფოტოები: