
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლემ - მათე ინანეიშვილმა ძიუდოში წარმატება მოიპოვა. მან ქუთაისის ღია პირველობაზე მე-3 ადგილი დაიკავა.
გამარჯვებულს სიგელი და დიპლომი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ოფშკვითის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსგავს შეჯიბრებეში ხშირად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
მსგავს შეჯიბრებებსა და ტურნირებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან სირთულეების დაძლევას, რაც მათ გამარჯვებისკენ უბიძგებს.
იხილეთ ფოტოები: