„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ - ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი გაითამაშეს
14-12-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინგლისურენოვანი სპექტაკლი სახელწოდებით: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა.“

აღნიშნული სპექტაკლი VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს და ინგლისური ენის ცოდნა წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა სპექტაკლზე მიიწვიეს მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი, ინგლისური ენის პედაგოგი რუსუდან ყირიმლიშვილი. სპექტაკლი დამთავრდა ქართული ცეკვებით და დაჯილდოებით.

რუსუდან ყირიმლიშვილმა ​სპექტაკლის თითოეულ მონაწილეს მიანიჭა შესაბამისი ნომინაცია და გადასცა სერტიფიკატი.

ორგორის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებას. სკოლაში წარმოდგენილ სხვა საინტერესო ღონისძიებებთან ერთად სპექტაკლი - „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სანახაობა იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203