
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, II კლასში, დაწყებითი კლასების კათედრის მიერ ჩატარებული ბუნებისა და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი.
საინტერესოდ შერჩეული აქტივობებით მოსწავლეებმა ადვილად დაიმახსოვრეს წელიწადის დროები, მათი შესაბამისი ამინდი. მუსიკალური ბგერებით ამოიცნეს ბუნების მოვლენები.
ყველა მოსწავლე იყო აქტიური და მოტივირებული.
იხილეთ ფოტოები: