
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლე მირიან ქარცივაძემ, მონაწილეობა მიიღო „კინგსის“ ოლიმპიადაში, სადაც წარმატებით წარმოაჩინა თავი.
მირიანმა სამივე საგანში კარგი შეფასება მიიღო, განსაკუთრებით საგულისხმოა, მისი შედეგი ქართული ენისა და ლიტერატურის ტურში, სადაც მაქსიმალური, 100 ქულა მოიპოვა.
ჯიხანჯურის საჯარო სკოლა ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მოსწავლეებს და მისცეს მოტივაცია ისწრაფოდნენ წარმატებისკენ.
„გაიცანით, მირიან ქარცივაძე ძალიან ჭკვიანი, ენერგიული და მიზანდასახული მეოთხეკლასელი ბიჭუნა, რომელმაც ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა... მირიანი მალე ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას და დარწმუნებულნი ვართ, რომ ოქროს მედლით დაგვიბრუნება... წარმატებებსა და წინსვლას გისურვებ პატარა ვაჟკაცო. შენ ძალიან დიდი მომავალი გელოდება, მჯერა გამარჯვებების მწვერვალებს დაიპყრობ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს მირიანის მასწავლებელი მანანა შაინიძე.
იხილეთ ფოტოები: