შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, პედაგოგიური საზოგადოება სტატუსის ამაღლებას ულოცავს
13-12-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, ადმინისტრაციის მხარდამხარ მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება; იმავდროულად კი, სასკოლო საზოგადოება ზრუნავს პროფესიულ წინსვლაზე, რისი დასტურიცაა არაერთი სტატუსიანი პედაგოგი შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში. თუმცა ამჯერად თავად ხელმძღვანელის - აიდა აზატიანის შესახებ მოგახსენებთ, რომელიც დირექტორობასთან ერთად, სკოლაში სომხურ ენას ასწავლის და როგორც მშობლიური ენის პედაგოგმა წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა.

ქალბატონ აიდას შრომა დაუფასდა და მას უფროსის სტატუსი მიენიჭა, რასაც შაუმიანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება etaloni.ge-ს საშუალებით, საჯაროდ ულოცავს:

„შაუმიანის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი პროფესიულ წინსვლას ულოცავს სკოლის დირექტორს, ქალბატონ აიდა აზატიანს და უსურვებს უფრო დიდ წარმატებებს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მილოცვას უერთდება „ეტალონის“ გუნდი და ქალბატონ აიდას წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203