ხიდრის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ. მიშიკო ბერაძემ ბლოგების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
13-12-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში მე-11 კლასის მოსწავლე მიშიკო ბერაძე მონაწილეობდა, რის ფარგლებშიც მან საინტერესო ნამუშევარი მოამზადა 

მოსწავლემ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინა და საპრიზო მე-2 ადგილი დაიკავა. მას სერტიფიკატი, პლანშეტი და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცა. სკოლაში დაბრუნებულს კი საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და მიულოცეს. 

„თქვენ მე უზომოდ გამახარეთ! საამაყოა, რომ მიშიკო ბერაძის ნაშრომი სამ საუკეთესოთა შორის შეირჩა.
მადლობა მზია მასწავლებელს, რომლის ხელმძღვანელობით მიშიკომ ამ დიდ წარმატებას მიაღწია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203